საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 665 ტესტი ჩატარდა.