ისრაელში, იერუსალიმთან ახლოს, ლოცვის დროს, სინაგოგაში ტრიბუნა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 167 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ებრაული ტელეარხის ჟურნალისტმა, კან სულეიმან მასუდმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ტრიბუნის ჩამონგრევის მომენტს ასახავს.