ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა

ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა. უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

ნიკა მელიამ გაფრენის წინ „დროებას" უთხრა, რომ ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.

„ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის - თავისას". - უთხრა მელიამ „დროებას".

Ninja მოკლედ, ერთ ნაბიჯს ვერ დგამენ ბელადის გარეშე. ?
4 წლის უკან
amo „ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ" რ ო გ ო რ მ ო გ წ ო ნ თ ? ანუ მარტივად ერთმანეთი არ უნახავთ. "ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე" . რ ო გ ო რ ი თ ა ვ დ ა მ ბ ლ ო ბ ა ა ! ძალიან ბევრი რამ კი არა ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ! ანეგდოტი მეტი რაა?
4 წლის უკან