შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო რედაქციაზე 17 მაისს შეთანხმდება

შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო რედაქციაზე 17 მაისს შეთანხმდება

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო რედაქციაზე 17 მაისს შეთანხმდება. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორიც არის ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ვფიქრობ, რომ თითქმის უკვე შეთანხმებულები ვართ, რაღაც ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხთან მიმართებითაც ვფიქრობ, რომ ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომელზეც შეიძლება, საბოლოო ჯამში, შევთანხმდეთ. ყველას სჭირდება გარკვეული დრო საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის. სხვა საკითხებიც დაისვა,რომელთა მიმართებითაც შევთანხმდით, რომ ორშაბათს გვქნება კიდევ ერთი შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო რედაქციაზე ორშაბათს შევთანხმდებით“, - აცხადებს პაპუაშვილი.