გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსზე: ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან

გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსზე: ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან

ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში საარჩევნო კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი შეუთანხმებელი საკითხი დარჩა ცესკოს თავმჯდომარე. თუკი თავმჯდომარე რაიმე გარემოების გამო, ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, არ შეიძლება ოპოზიციის თავმჯდომარეობით ჩატარდეს არჩევნები. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გამოვიარეთ, რეალურია უნდობლობა. დესტაბილიზაციისგან, საბოტაჟისგან დაზღვეული უნდა იყოს უმრავლესობა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ბოლოს და ბოლოს სახელისუფლებო სტრუქტურაა და მთავარი პასუხისმგებელია. ნახოთ როგორი იქნება სეთანხმება. შეიძლება საერთოდ უპარტიო იყოს მოვალეობის შემსრულებელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, კანონპროექტის ტექნიკურ საკითხებსა და შენიშვნებზე მსჯელობენ.