ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად მათ ღაზას სექტორში ის შენობა დაბომბეს, რომელშიც საერთაშორისო მედიის ოფისები იყო განთავსებული. როგორც BBC იუწყება, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.
სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა და შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.