გია აბაშიძე: ნაცი გეგმავდა, რეალობა დასცინოდა - ორი თვის წინ 15 მაისის აქცია დაანონსეს და ორი დღის წინ გააუქმეს

გია აბაშიძე: ნაცი გეგმავდა, რეალობა დასცინოდა - ორი თვის წინ 15 მაისის აქცია დაანონსეს და ორი დღის წინ გააუქმეს

"ნაცი" გეგმავდა, რეალობა დასცინოდა - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.

"ორი თვის წინათ, 15 მაისის აქცია დააანონსეს და შემდეგ ორი დღით ადრე გააუქმეს. Დავიჯეროთ მელიასა და რურუას გარდა გასაპროტესტებელი სხვა არაფერი აქვთ? Ნაცტელევიზიებში ხომ მოთქვამენ, რომ საქართველო "მიტაცებული და ჩამოქცეულია" და "გადაუდებელი მოქმედებაა" საჭირო?

თუმცა, ნაცოპოზიციისთვის მწარე რეალობა ისაა, რომ მათი საპროტესტო მუხტი მხოლოდ სააკაშვილის მარიონეტი ტელევიზიების სტუდიებშია და მის მიღმა სხვა ობიექტური მოცემულობაა.

რასაკირველია, Პრობლემები არის, მაგრამ მათი მოგვარებისათვის ქუჩაში ხავილის ეპოქა დასრულებულია. Საპარლამენტო სივრცეშია საჭირო კონსტრუქციული ჭიდილი მმართველ პარტიასთან და საარჩევნოდ კი, თავდაუზოგავი მუშაობა რეალურ და არა პოპულისტურ პროგრამებზე, ესაა ელექტორატის დაკვეთა! და არა რუსთაველის გამზირზე უაზრო სირბილი".