ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:
„15 მაისიც დადგა, დღე როდესაც ვითომ ,,გაერთიანებულ ოპოზიციას" გრანდიოზული საპროტესტო აქცია უნდა ჩაეტარებინა, რომელიც 2 თვით ადრე დააანონსეს და საგანგებოდაც ემზადებოდნენ! აქციის ჩატარების თავიც აღარ გაქვთ? ამას პირდებოდით გაქცეულ სააკაშვილს და თქვენს ,,ურიცხვ" მხარმადჭერებს? ამის გამო დააჭერინეთ მელია? 15 მაისი პარლამენტში შესვლის დღედ გამოაცხადეს ნაციონალებმა, ამ უუუპრიციპულესებმა და უუუთანმიმდევრულესებმა ისე, იმ კარვებში გამოკეტილ თითო-ოროლა ადამიანს რაღას ერჩით, თქვენ პარლამენტში და ეგენი კარვებში? გადით რეგიონებში და საკუთარი ყურით მოისმინეთ რას ფიქრობს თქვენზე ხალხი, თქვენი მხარდამჭერები, ის ხალხი რომელიც უკვე მერამდენედ მოატყუეთ და იმედი გაუცრუეთ... ვაი თქვენს გაქცეულ პატრონს“.