ანდრიუს კუბილიუსი: ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ოპოზიცური პოლიტიკური ძალები

ანდრიუს კუბილიუსი: ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ოპოზიცური პოლიტიკური ძალები

მე ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები ოპოზიციიდან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებზე მანდატები მიიღეს. ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ხალხის მიერ არჩეულმა კანონმდებლებმა კანონებზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უნდა იმუშაონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს შემდგომ წარმატებაში დროის, ადამიანური რესურსისა სა გამოცდილების ინვესტიცია ჩადო, ახლა კი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კრიზისის დასრულებასა და სერიოზული მუშაობის დაწყებას ელის.

„გადავხედოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოპოზიციის საქმიანობას და ვნახავთ, თუ რამდენად აქტიურია ყველა ქვეყანაში ოპოზიცია. პირველ რიგში, ისინი მანდატით დაკისრებულ მოვალეობას პარლამენტში ასრულებენ და აკონტროლებენ მთავრობას. საქართველოს მიზნად აქვს დასახული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამისათვის უპირველესი ამოცანა დემოკრატიის გაძლიერებაა. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაა. ქვეყანას აუცილებელია ჰყავდეს კონსტრუქციული მმართველი პარტია და ასევე კონსტრუქციული ოპოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ პასუხისმგებლობას აიღებენ და პარლამენტში შევლენ. პოლიტიკური ძალები საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგნენ და ეს ყველას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში და და დიდი შეცდომაა თუ პოლიტიკოსები პარლამენტის საქმიანობაში სრულყოფილად მონაწილეობას არ მიიღებენ. მე მოვუწოდებდი ყველას, მეგობრებო დროა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და სერიოზული მუშაობა დაიწყოს. ამას ელოდება ევროკავშირის ხელმძღვანელობა. ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს შემდგომ წარმატებაში განხორციელდა ადამიანური რესურსის, დროისა და გამოცდილების სახით ევროპული ინვესტიცია. გასატარებელია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. ეს ორი რეფორმა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე არჩევნები ანუ კოპენჰაგენის კრიტერიუმები არის პროგრესის და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების წინაპირობა“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

Ninja რაც შენა ხარ ისეთი მეგობრებიც გყავს.
2 წლის უკან