მარინა კალიურანდი: ვფიქრობ ბოიკოტს წერტილი უნდა დაესვას, უკვე მერამდენედ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში

მარინა კალიურანდი: ვფიქრობ ბოიკოტს წერტილი უნდა დაესვას, უკვე მერამდენედ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში

ნიკა მელიას გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია, რომ მმართველი პარტია ასრულებს დანაპირებს და შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა

„მე უკვე მერამდენედ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში. სამწუხაროდ, კიდევ მიწევს გამეორება,რომ ეუთოს დამკვირვებლების დასკვნის თანახმად, არჩევნებზე იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში იყო კონკურენტუნარიანი, სამართლიანი, დემოკრატიული და წერტილი. დიახ, ვფიქრობ ბოიკოტს მართლაც წერტილი უნდა დაესვას, რადგან შეთანხმების არამარტო პუნქტებია შესასრულებელი, არამედ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაა გასაზიარებელი.

ეს სულისკვეთებაა პარტიებს შორის კონსტრუქციული მუშაობა და ოპოზიციის მხრიდან მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულება, რაც ყველა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში წესია. საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გატარების პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული არამარტო ოპოზიცია, არამედ სამოქალაქო სექტორიც“, - განაცხადა კალიურანდმა.