შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

„ერთის მხრივ ადმინისტრაციის დაკომპლექტებიდან დაწყებული, გაგრძელებული წინასაარჩევნო კამპანიით, ასევე არჩევნების დღით და საჩივრების საკითხებით, ყველაფერი ისეა მოწესრიგებული ამ პროექტში რომ ღია კითხვას არ ტოვებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ყველა შესაძლო ხარვეზი, რაც შეიძლება ჰქონდეს არჩევნებს ამ კანონით 100%-ით იქნება დაზღვეული. „გადათვლის მექანიზმია ჩადებული, როცა უბნების 10% გადაითვლება შემთხვევით შერჩევის წესით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება, ხოლო საკითხი პლენარულ სხდომაზე 21 მაისს გავა.