ლევან იოსელიანი: საარჩევნო რეფორმა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც 30 წლის მანძილზე ვერ გადავდგით

ლევან იოსელიანი: საარჩევნო რეფორმა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც 30 წლის მანძილზე ვერ გადავდგით

ეს კოდექსი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მისი ტექნიკური ნაწილის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ვერ გახდება პოლიტიკური კრიზისი მიზეზი, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც 30 წლის მანძილზე ვერ გადავდგით. ახლა გვაქვს შანსი, რომ ეს გავაკეთოთ და მარტო იმ შემთხვევაში შევძლებთ ამის გაკეთებას, თუ ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება ყველას მიერ“, - განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო ჯგუფი მუშაობას ასრულებს. ხვალ ბოლო სხდომა გაიმართება, ორშაბათს კი, დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. პარალელურად დაიწყება საკომიტეტო განხილვები, პროექტი პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გავა, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია დასკვნას დადებს.