ივერი მელაშვილი: მოწმეებმა დაადასტურეს ის რაც იციან, რაც ნახეს, რასაც უყურებენ

ივერი მელაშვილი: მოწმეებმა დაადასტურეს ის რაც იციან, რაც ნახეს, რასაც უყურებენ

დაადასტურეს ის, რომ არანაირი სხვა განცდა კომისიაში არ ყოფილა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული - ამის შესახებ ივერი მელაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ თქვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.

,,მოწმეთა გრძელი სიიდან, რომელიც პროკურატურას გამოკითხული ჰყავს, გადამჭრელი უმეტესობა წესიერი, პატიოსანი ხალხია. დაადასტურეს ის რაც იციან, რაც ნახეს რასაც უყურებენ. დაადასტურეს ის, რომ არანაირი სხვა განცდა კომისიაში არ ყოფილა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული", - ამბობს ივერი მელაშვილი. 

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 

 

Ninja მელამ თავისი კუდი დაიმოწმაო. მაგ მოწმეებსაც აქვთ ხელი მოწერილი ტერიტორიის გასხვისებაზე და უკან ხომ არ წაიღებდნენ თავის ხელმოწერას. ?
2 წლის უკან