"ატლეტიკოს" ნახევარმცველი მარკოს ლიორენტე "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 26 წლის ნახევარმცველს შეუძლია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისში გადავიდეს. მისი სატრანსფერო ფასი კი 70 მილიონი ევროა.
ლიორენტე „ატლეტიკოში“ 2019 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან "როხიბლანკოს“ ღირსება 43 მატჩში დაიცვა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლიორენტეს „ატლეტიკოსთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.