ენტონი ფაუჩი: თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე

ენტონი ფაუჩი: თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა ატარონ ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე.

„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს გადასვლა. თუ ვაქცინირებული ხართ, გარეთ პირბადის ტარება საჭირო არ არის. თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, სადაც ხალხის დიდი გროვაა, მაშინ პირბადე უნდა გაიკეთოთ. ნებისმიერ სხვა დროს, თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე. მისი ტარება არ გჭირდებათ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

28 აპრილს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი გაიდლაინი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებს ღია სივრცეებში პირბადის ტარება აღარ სჭირდებათ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და ხალხით გადატვირთულ ადგილებში კვლავ ყველასთვის საჭიროა.