სერია A-ს 36-ე ტურში, „იუვენტუსმა“ სტუმრად „სასუოლო“ 1:3 დაამარცხა. ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
სტატისტიკური პორტალი Opta Paolo საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ 36 წლის პორტუგალიელი ტურინული კლუბის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ სეზონში 100 ბურთი გაიტანა ყველა ტურნირში. მანამდე „ბებერი ქალბატონის“ მოთამაშეებს ამ ნიშნულის მიღწევამდე მინიმუმ ოთხი სეზონი სჭირდებოდათ.
მიმდინარე სეზონში რინალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირში, 35 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასით გამოირჩა.