„გირაოს გადახდა, არ ნიშნავს, რომ საქმე დახურულია და თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, იგი შესაძლოა, კვლავ დააკავონ“

„გირაოს გადახდა, არ ნიშნავს, რომ საქმე დახურულია და თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, იგი შესაძლოა, კვლავ დააკავონ“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ამნისიტიის კანონპროექტში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე“.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ, საპატიმროდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს არ დაეთანხმება.

„ამნისტია საარაკო სიგიჟეა, რომელიც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაფერს გავაკეთებთ ოპოზიცია, რომ ეს ასე არ იყოს. ჩანაწერი, რომელიც პროექტში გააკეთეს, თუ ძალაში დატოვეს, თეორიული შანსიც არ არსებობს, მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს“, - აღნიშნა მელიამ.

კონსტიტუციონალისტები აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას For.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ თუკი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ამნისტია არ გავრცელდება, მასზე სისხლის სამართლებრივ საქმეზე დევნა გაგრძელდება და საბოლოოდ, შესაძლოა, ნიკა მელია კვლავ საპატიმროში ვიხილოთ.

ამ ეტაპზე უცნობია, მართლაც უარს იტყვის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამნისტიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა, საქმე არ დახურულა.

„არავინ იფიქროს ოლიგარქის სამსახურში, რომ მე, შეიძლება, ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე!“ - თქვა ნიკა მელიამ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა საქმის დახურვას არ ნიშნავს. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ სასამართლოს დადგენილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

„გირაო, ისევე როგორც პატიმრობა თუ ელექტრონული სამაჯური, არის თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა სახეები. ამჯერად, მელიას შეფარდებული აქვს გირაო, რომელიც გადაიხადა ევროკავშირმა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გაგრძელდება სასამართლოში მელიასთვის წარდგენილი ბრალის განხილვა.

თუ ამნისტია არ გამოცხადდა, მაშინ სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება. ამნისტიის გარეშე არ არის გამორიცხული, რომ სასამართლო გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი მელიას მიმართ. თუ გავითვალისწინებთ სასამართლოს დამოკიდებულების ხარისხს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, ამის საკმაოდ მაღალი ალბათობა არის, რომ მან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

ამნისტიის შემთხვევაში კი შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე სასამართლო განხილვა და არანაირი საფრთხე მელიას თავისუფლებას უკვე აღარ შეეხება. თუ ამნისტია არ გამოცხადდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევა, თუკი სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და შეუფარდა პატიმრობა“, - თქვა ხმალაძემ For.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, მასზე იგი არ გავრცელდება, რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„თუ დარჩება ის ჩანაწერი, რაც დღევანდელ ვერსიაში არის, ამნისტია არ გავრცელდება იმ პირზე, ვინც უარს იტყვის ამნისტიაზე, გაგრძელდება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ არ არის შეწყვეტილი. ამ შემთხვევაში არ შეეხება ამნისტია, ანუ არ გაუქმდება ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს.

დათქმა არის კანონში, რომ ამნისტია გავრცელდება 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე იმ პირებზე, რომლებიც უარს არ იტყვიან. თავისთავად ეს ნორმა არის სადავო, შეიძლება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კიდევაც. თუ დარჩა ეს ნორმა, ამნისტია არ შეეხება მელიას და როგორც არის მისი სისხლის სამართლის საქმე დღეს არსებული, გაგრძელდება მანამ, სანამ, არსებითად არ გადაწყდება და არ იქნება განხილული“, - თქვა ავთანდილ დემეტრაშვილმა For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

 

trampi პ. ზაქარეიშვილი
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,, ,.......................................... წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური
2 წლის უკან