ბრაზილიელი ვეტერანი მობურთალის რიკარდო კაკას ყოფილი ცოლი კაროლინ სელიკო დიდი ხნის დავიწყებული გვეყოლებოდა რომ არა ამ გოგოს აქტიურობა. ახლა რიკარდოსაც სხვა ცოლი ჰყავს და კაროლინიც სხვა კაცზეა გათხოვილი, თუმცა ეს ამ ქალს ხელს არ უშლის იმაში, რომ ბულვარულ მედიას მუდმივად მისცეს ახალ-ახალი “საკბილო“.
ამ ორი დღის წინ კაროლინ სელიკომ ბრაზილიელ ჟურნალისტებთან კეკლუც-საუბარში განაცხადა, რომ დაშორების შემდეგ სულ მალე კაკას დიდი სურვილი ჰქონდა მასთან ურთიერთობა საყვარლის რანგში გაეგრძელებინა და თან ისე, რომ არც ერთი არ გაშორებოდა მის ამჟამინდელ მეუღლეს.
ეს ამბავი როგორ ხასიათზე დააყენებს კაკას და მის ახლანდელ ცოლს გასაგებია, მაგრამ ბოლომდე გაუგებარია კაროლინის მოტოვაცია, რომელმაც ამ განცხადებით კაკას ოჯახშიც შეიტანა ბზარი და თან იმდენიც “მოახერხა“ რომ ჭორთმოყვარენი ახლა იმას არკვევენ, ამჟამად რა ურთიერთობა აკავშირებს კაკასა და მის ნაცოლარს.