უეფა მადრიდის „რეალის“, ტურინის „იუვენტუსის“ და „ბარსელონას“ მკაცრად დასჯას აპირებს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება, სამივე გრანდს დისკვალიფიკაციის დასჯას უპირებს.
ევროპის სუპერლიგა 12 დამფუძნებელი კლუბიდან ცხრამ უკვე დატოვა და მათ ფინანსური ჯარიმები დაეკისრათ, მაგრამ „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ პროექტში რჩებიან და უეფასთან მორიგებას ვერ ახერხებენ.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა თქვა, რომ სამივე კლუბის თაობაზე უეფა მოგვიანებით იმსჯელებს. სავარაუდოდ, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მოხდება და დიდი შანსია, რომ კლუბები 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯონ.
შესაბამისად, თუ შეთანხმება არ შედგება, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ მომდევნო ორი სეზონი დიდი ალბათობით, ევროტურნირებზე ვერ ითამაშებენ.