იტალიის დედაქალაქ რომში 1000 ქულიანი მასტერსი სტარტს დღეს აიღებს, ხოლო საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე ხვალ, 1/32 ფინალიდან ჩაერთვება. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ადგილობრივი მატეო ბერეტინი იქნება, რომელიც ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანია.
ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, 2014-წელს ანდრეას, ხოლო 2018 წელს მაროკოს ტურნირზე, მეტოქეს ბასილაშვილმა აჯობა, ხოლო ორ შემთხვევაში გამარჯვება იტალიელს დარჩა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და მატეო ბერეტინის დაპირისპირება 11 მაისს, საქართველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 2 563 710-ევროა.