ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე სკანდალში გაეხვა.
კომპოზიტორმა ალინა ცხომარიამ მას სასამართლოში უჩივლა და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. კომპოზიტორის თქმით მისი სიმღერა „სატრფიალო“ ნინომ დაამახინჯა.
შესაძლოა ცნობილ მომღერალს 50 ათასი ლარის გადახდა მოუწიოს.
კომპოზიტორის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. პირველი პროცესი 28 სექტემბერს გაიმართა. მოსამართლემ მხარეებს შთანხმებისკენ მოუწოდა.
ნინო ჩხეიძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ის მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მისი ადვოკატი ყველაფერს მოაგვარებს.
მორიგი სასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს არის დანიშნული.