„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ პრეზიდენტის დარწმუნება შეძლო, რომ ამ კანონპროექტში არაფერი ანტიკოსტიტუციური არ იყო“

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ პრეზიდენტის დარწმუნება შეძლო, რომ ამ კანონპროექტში არაფერი ანტიკოსტიტუციური არ იყო“

ვეტო არ იქნება - პრეზიდენტმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. არადა მასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია იმედს გამოთქვამდა, რომ ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. თუმცა, პრეზიდენტმა ოპოზიციას იმედები გაუცრუა.

მანამდე კი, პრეზიდენტის ოფისში ხალხმრავლობა იყო - პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საპარლამენტო უმრავლესობამ ორბელიანების სასახლეში პრზიდენტთან, დაახლოებით, 1-საათიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრიდან გამოსულ ირაკლი ღარიბაშვილს და დავით ზალკალიანს მედიასთან განმარტება არ გაუკეთებიათ.

ვიდრე პრემიერი და საგარეო უწყების პირველი პირი ორბელიანების სასახლეში მივიდოდნენ, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ვახტანგ გომელაურთან პირისპირ საუბრის დასრულებისთანავე პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიღო. მსჯელობის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იყო.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებოდა დილიდან ყველა ის პარტია, რომლებიც პრეზიდენტს შეხვდნენ და საკუთარი შენიშვნები გაუზიარეს.

ოპონენტების შეფასებები გადაჭარბებული და უსაფუძვლოა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად, შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას.

პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის ვადა მომავალი კვირის ხუთშაბათამდე ჰქონდა, თუმცა 2-დღიანი კონსულტაციების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა და ცვლილებები უცვლელად დატოვა.

მაშინ რატომ გაუჩნდა ოპოზიციას მოლოდინი, რომ ის ვეტოს გამოიყენებდა? რა იყო მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა მოლოდინის რეჟიმი შექმნა? უნდოდა კი რეალურად ვეტოს დადება თუ ეს მორიგი პოლიტიკური სიმულაცია იყო, რომელშიც ხელისუფლებაც მონაწილეობდა? ამით კი სურდა ევროკავშირისთვის ეჩვენებინა, რომ პრზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია? შესაძლოა, ის ვერსიაც განვიხილოთ, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ თავს ანგარიშვალდებულად აღარ მიიჩნევს. ამიტომ მან საკუთარი ფუნქციების შესრულება რეალურად დაიწყო. ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან და ამერიკასთან ანგარიშვალდებულია. მას სურს დაანახოს ყველას, რომ ის არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ფიგურა, რომელიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობს. შესაძლოა, პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბედის გაზიარება არ მოისურვა, რომელმაც ხელისუფლებასთან დაპირისპირება სწორედ ვეტოს დადებით დაიწყო. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს ეძლეოდა შანსი, ამ გადაწყვეტილებით, მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მან ნიადაგი მოსინჯა და „ოცნება“ უბრალოდ გააფრთხილა და ბოლო შანსი მისცა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი განწყობები (აპირებს თუ არა ვეტოს გამოყენებას), არ გამოუხატავს. თუმცა, პრეზიდენტს საკუთარი არგუმენტები გააცნეს და იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არგუმენტებს გაიზიარებს.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მათ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ის ვეტოს დადებას აპირებდა. საბოლოო ჯამში კი, ოპოზიციას იმედი გაუცრუვდა.

მიუხედავად ზურაბიშვილის გადაწყვეტილებისა, „მოქალაქეების“ წევრმა და ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა for.ge-სთან პრეზიდენტის ქმედება „ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილებად შეაფასა. ის არ გამორიცხავს, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტმა დამოუკიდებელი მოქმედება და ვეტოების გამოყენება დაიწყოს.

„მე, პირადად ზურაბიშვილის განცახდება ისე გავიგე, რომ მან „ოცნება“ გააფრთხილა და პირდაპირ უთხრა - ასეთ შანსს ბოლოჯერ გაძლევთ და პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. პრეზიდენტის განცხადებები და ოპოზიციასთან შეხვედრები იმის დასტურია, რომ ის ხელისუფლებას ასეთ ცვლილებებს აღარ გაუტარებს. ზურაბიშვილი მიხვდა, რომ აღნიშნული კანონის მიღება ლოგიკაში არ ჯდება, მით უმეტეს სრულიად გაუგებარია, როცა შერიგების და ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის პროცესში ვიმყოფებით. ის შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის მხრივ პასუხისმგებლობას გრძნობს და არ აპირებს, რომ „ოცნების“ გამო ჩვენს პარტნიორებთან საქმე გაიფუჭოს“,-განაცხადა იოსელიანმა for.ge-სთან.

დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით იმედი გაუცრუვდა, რადგან ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური გამბედაობა ეყოფოდა და ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა, აუცილებლად მოახდენენ ინიცირებას ცვლილებების „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში.

„ვფიქრობ პრეზიდენტს სრულიად ჰქონდა იმის შესაძლებლობა და საბაბი, რომ ვეტოს უფლება გამოეყენებინა. მას მეტი პოლიტიკური ნება უნდა გამოეჩინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა - ვერ შეძლო. მას შეუძლია ამ უფლებას ინტერპრეტირება გაუკეთოს ძალიან ვიწროდ ან უფრო ფართოდ. ამ გადაწყვეტილებით მან ვეტოს ვიწრო ინტერპრეტაცია მისცა და ეს იურდიული საფუძვლიდან გამომდინარე გაამართლა. აქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდა, მაგრამ ფაქტია, გამბედაობა არ ეყო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სავარაუდოდ, იურდიული ასპექტების გათვალისწინებით იხელმძღვანელა. ხელისუფლება ამბობდა, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, ამიტომაც კონსტიტუციის დაცვის გარანტორი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მისი დარწმუნება შეძლო იმაში, რომ ამ კანონპროექტში არაფერი ანტიკოსტიტუციური არ იყო. ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ, რომ ამისთვის პოლიტიკური სარჩული დაედოთ, ეს წარმოეჩინათ, როგორც თავისუფლების, შეკრების და სიტყვის გამოხატვის შეზღუდვის საშუალებად. ამ კანონის სიღრმეებს თუ კარგად ჩავხედავთ და მის შინაარს რამდენჯერმე კარგად გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ეს კანონპროექტი არ არღვევს. კი შეგვიძლია სუბიექტური გადმოსახედიდან ვისმჯელოთ, რომ გაზრდილი ჯარიმის გამო ვიღაცამ აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვას, მაგრამ ეს მაინც და მაინც მყარი არგუმენტი არ არის. თუ ადამიანს აქციის გამართვა უნდა, მას აუცილებლად გამართავს. ეს ჯარიმა კი იმ შემთხვევაში არის დაწესებული, თუ კანონის დარღვევა მოხდება“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილების პოლიტიკურ კონტექსტს, იყო თუ არა მისი მხრიდან მცდელობა იმის, რომ მას დამოუკიდებელი ფიგურის როლი ეთამაშა და დაეწყო პრეზიდენტის ფუნქიების შესრულება, ანჯაფარიძე გვპასუხობს, რომ ამაზე პასუხი რთულია, თუმცა მასაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ვეტოს გამოიყენებდა.

„ვფიქრობ, სალომ ზურაბიშვილი ძალიან წინდახედულად მოიქცა, როცა ერთი მხრივ ჯერ ოპოზიციას შეხვდა, მათი არგუმენტები მოისმინა და შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაცია გამართა. ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ექსკლუზიურად კონსულტაციების გარეშე მიიღო. ამით ზურაბიშვილმა აჩვენა, რომ ის არის ყველას პრეზიდენტი და არაა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი და მის მიერ ხელდასმული ფიგურა. ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის გამო შეცვალა თუ არა დამოკიდებულება, ამის განსჯა ძალიან რთულია. მე მაინც ვემხრობი იმას, რომ ის დაარწმუნეს კანონში გაკეთებული შესწორებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. არც ის ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რომ მას ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაძაბვა არ უნდა“, - აცხადებს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადრე თუ თვლიდა, რომ ის დავალებული იყო არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან, მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, შესაძლოა, ჩათვალა ეს ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილია. ამიტომაც „ოცნებასთან“ პირდაპირი ვალდებულებები აღარ აქვს. ახლა გადაწყვიტა, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის მოქმედების დროა. თუმცა რეალური პროცესი პრემიერს მიჰყავს და მოქმედებები მასთან შეთანხმებული უნდა იყოს. ამიტომაც, როგორც ჩანს, ის ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ მისი მიერ დადებული ვეტო პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნებოდა. სავარაუდოდ, მან „ოცნების“ წინააღმდეგ წასვლა ბოლომდე ვერ გაბედა ან კიდევ ერთი შანსი მისცა.

„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა თავისი ფუნქციის შესრულება დაიწყო. ერთი, რომ პოლიტიკაში ივანიშვილი აღარ არის და მას ეს ფსიქოლოგიური წნეხი აღარ აქვს. ამის პარალელურად შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ვალდებულებები პრეზიდენტსაც აქვს აღებული. ამიტომ ანგარიშვალდებული არის, როგორც ევროპასთან ასევე ამერიკასთან. შესაბამისად, ორივე მხარეს მოუსმინა. არ ვიცი, იქ ხელისუფლებამ რა და როგორ აუხსნა, მაგრამ ფაქტია, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა.

მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა იმედი, რომ ის ვეტოს გამოიყენებდა. მისი დაფიქრების მიზეზი შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას, რომ ადრე თუკი მას არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, ამ შეთანხმების შემდეგ, მას ეს ფუნქციები გაუჩნდა. ამ პროცესს უფრო იმას დავარქმევდი, რომ ის კონსულტაციებს მართავს, როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან. ესაა შუამავლის როლის შესრულება, რაც პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ძალიან კარგია, თუ ზურაბიშვილმა თავისი ფუნქციების, მეტ-ნაკლებად, შესრულება დაიწყო. მისასალმებელია, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ფიგურა გაჩნდა“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეიძლება უკვე ის უფრო ადარდებს, ჩვენი პარტნიორები მასზე რას იფიქრებენ, ვიდრე „ქართული ოცნება“. თანაც შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებაში ისიც მონაწილე ფიგურაა და არც თუ უმნიშვნელო. თუმცა ბოლომდე ხელისუფლებასთან დაპირისპირება ვერ გაბედა. ყოველ შემთხვევაში, რაღაცა მცდელობაც რომ ჰქონდა, ესეც კარგია.

 

 

trampi რატომ არიან ეს ოცნების კომსომოლები ესეთი დებილები, რატომ???
მიშას დროს დაჩი ცაგურიას, ამ დეგენერატ ჩხარტიშვილს -(ეხლა რომ ნათელაშვილის ფანჩატურში ზის ხოლმე) და მესამე იყო კიდევ, დამავიწყდა იმ ბიჭის გვარი...........მგონი ჯიშკაროანი.................პარლამენტის წინ ფანტანთან, (დაჟე უფრო აქეთ გზისკენ)) ასე თქვათ მხოლოდ ტრანსპარანტის გაშლის გამო, ნაცებმა სუ თავპირი დაამტვრიეს (ვიმეორებ სამი კაცი, მხოლოდ ტრანსპარატი გაშალეს) ........ ისინი მერე ეგრე ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს და ერთი კვირა იქ აყუყრყუტეს
ხოოოდა თუ იმათგან ტრანსპარანტის გაშლაც კი არ შეიძლებოდა. ამათგან პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა დემოკრატია იყოოოო ??
გამოვიდა მაშინ კუბლაშვილი (მიშასთვის კანონებს რომ აცხობდა და აცხობდა) და თათარიახლად ახალ გამომცხვარი კანონი გვამცნო....(დააახლოებით შინააარსი ასეთი იყო).......სახელწიფო ადმინისტარაციულ შენობებთან 25 მეტრზე ახლოს მისვლა, სასტიკად აკრძალულია და დასჯადიაო.....
თან მინაშვილი კვერს უკრავდა---- მაგათ ადმინსტრაციული კანონი დააარღვიესო...
სხვათაშორის მერე ეგ ბიჭები პოლიციის ქალაქის სამმართველოში რო ყავდათ გამოკეტილები დიღომში, თან რომ სცემდნენ,.... სწორედ მაშინ იყო (6 მაისს) გრეჩიხამ რუსთაველიდან ხალხი რომ იქით წაგვიყვანა, სწორედ მაშინ იყო იმ ეგრეთ წოდებული (25 მეტრი)კანონის საფუძველზე, ღობეზე გადაძრომისთვის გრეჩიხა რომ კინაღამ მიასიკვდილეს და ხალხს კიდევ ტყვიებით თვალები რო დასთხარეს...
.ყველას გვახსოვს ეს ამბები,
........................... მაგრამ რატო ეს დებილი ოცნების ხალხი მაშინდელ იმ ამბებს, ნაცებს ან ამ ე.წ მეგობრებს არ გააახსენებენ??და რამდენი მაგეთი??
მიტინგებიდან მიმავალ ხალხს, კოლმეურნეობის მოედანზე რომ იტაცებდნენ და მერე გომბორის ტყეში ყრიდნენ??
ან თვითონ ზურაბიშვილი არ იყოოო..... თვითონ მაგას დილის 6 საათზე კოდუა რომ ნაგვის მანქანებით და დამლაგებლებით დაერიაააა??
ან 2010 წლის 26 მაისს ორხევიდან ქვების სროლით პარავოზით რომ გამოგვეკიდნენ??(პარდონ ელმავალითი--ისე კი ერთი ჩორტია )
და კიდე რომელ ერთი მოვყვე??
ან 2011 წლის 26 მაისი ამ დეგენერატი ბურჯანაძის მიტინგი???

და ამ ამბებს გააახსენებენ კი არა, ყველა ჩათლახს სუ პირში უნდა სჩრიდნენ და თხრიდენ . მაგრამ ვინ იზამს ამას??
იმ ნაფრონტალი ხალხიდან, ვისაც ეგ ამბები გადახდათ, ვისაც იმ ყველაფერზე გული შესტკივა, ოცნებაში აღარ არიან და აბა ვინ რაღას იტყვის??
ეს კომსომოლები კიდევ რამეს იტყვიაააან? კიტრზე არა ჰკიდიააათ ჩემნაირების მაშინდელი ცემააა??
ხოოდა ამ ე.წ. ახალ ადმინისტრაციულ კანონში ჯარიმა არ შეიძლება და ნაცების მაშინდელი ტაშფანდური რატო შეიძლებოდა?
რატო ეს ნაძირალები მაშინ ხმას არ იღებდნენ ......რა მაSინ დემოკრატიააა ჩუხჩუხებდააააა??
და ეხლა ირღვევაააა?
უუხ ................ თქვენი დემოკრატია ქუნემ თანაც ამერიკულად
არადა მე სუ ფანჯარაში ვიყურები....... მაგრამ არა რააა, .... არა
2 წლის უკან