სომხური ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებს, რომ ჯავახეთი სომხური მიწაა. ამ მხარეს ჯავახკად მოიხსენიებენ და მის დამოუკიდებლობას ანდა ავტონომიას ითხოვენ.
ჯავახეთთან დაკავშირებით ერევანში მყოფ გრიგოლ ვაშაძესაც დაუსვეს კითხვა. ჩვენმა მინისტრმა განაცხადა, რომ ჯავახკი, როგორც ასეთი, არ არსებობს.
ამან სომხური ორგანიზაციები დააფეთიანა. მოძრაობა „ერკირის” თავკაცმა სევაკ არცრუნმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
პანარმენიან.ნეტ-ის ცნობით, ვაშაძის განცხადებას არცრუნი მნიშვნელოვანს და საყურადღებოს უწოდებს.
- ვაშაძის განცხადება ძალიან საყურადღებოა. მან ამ განცხადებით ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომხები ფაქტიურად გააქრო, - განაცხადა არცრუნმა
ის უკმაყოფილოა, რომ ოფიციალური ერევანი ამაზე ხმას არ იღებს. არცრუნი დახმარებისთვის ამერიკაში სომხურ ლობს მიმართავს. მისი თქმით, საქართველოს მათ უნდა ააღებინონ ხელი სომხების უფლებების დარღვევაზე.