საქართველოს ნაკრები საფრანგეთს ტესტმატჩში შეხვდება

საქართველოს ნაკრები საფრანგეთს ტესტმატჩში შეხვდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, „სამფეროვნები“ ნოემბრის ტესტების დროს სამ შეხვედრას ჩაატარებენ - არგენტინასთან, ახალ ზელადიასთან და შუალედში საქართველოს ნაკრებთან.

თამაში 13 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოშია დაგეგმილი. „ბორჯღალოსნებს“ საფრანგეთთან აქამდე ისტორიაში ერთადერთხელ უთამაშიათ, 2007 წელს მსოფლიო თასზე და მარსელის „ველოდრომზე“ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.