„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ Bein Sports-ი წერს.
კლუბის ხელმძღვანელებმა ასეთი გადაწყვეტილება ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, „ბარსელონასთან“ მარცხის (2:3) შემდეგ მიიღეს, რის შედეგადაც „ღამურები“ სატურნირო ცხრილში მეთოთხმეტე პოზიციამდე დაქვეითდნენ. ახლა გუნდს გასავარდი ზონიდან მხოლოდ 6 ქულა აშორებს.
პრიმერადივიზიონის დარჩენილ ოთხ ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდსა“ და „ეიბარს“, სტუმრად კი „სევილიასა“ და „უესკას“ შეხვდება. ამ თამაშებისთვის გუნდს დროებითი მწვრთნელი სალვადორ გონსალესი მოამზადებს.