ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ვებგვერდზე 20 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ გამოკითხვაში მონაწილე გულშემატკივრების 90-მა პროცენტმა აღიარა.
აპრილში კვარაცხელიამ კლუბის მაისურით 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამივე მატჩი ყაზანელთა გამარჯვებით დასრულდა. სოჭისთან თამაშში კი „რუბინმა“ გამარჯვება სწორედ კვარაცხელიას გოლით მოიპოვა.