პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სამომავლო გეგმები ცნობილია. ამის შესახებ გამოცემა SAPO წერს.
გამოცემის ცნობით, 36 წლის ფორვარდი ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. „რონალდუ მშობლიურ კლუბ „სპორტინგში“ დაბრუნდება. ფეხბურთელი კლუბის შეცვლას 2022 წელს გეგმავს, როდესაც „იუვენტუსის“ კონტრაქტის ვადა დასრულდება“, - წერს გამოცემა.
23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი კარიერას „მანჩესტერში“ განაგრძობს და შემცირებულ ხელფასსაც დათანხმდება, იმისთვის, რომ „წითელი ეშმაკების“ რიგებში დაბრუნდეს.
იტალიის 2021 წლის ჩემპიონატში რონალდუმ 30 მატჩში 22 ბურთი გაიტანა. ფეხბურთელს ხუთჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასი.