ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე მშენებარე ჰესთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. რამდენად იქნება ეს ჩიხში შესული უდიდესი ენერგეტიკული პროექტის გადაწყვეტის გასაღები, მალე გამოჩნდება. მთავრობა პრობლემის სათავისოდ გადაწყვეტას ჩქარობს, ხოლო რიონის ხეობის მცველები კი - ჰესის დაწყებული მშენებლობის შეჩერებას ეშურებიან.
საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.
„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი „ნამოხვანჰესის“ პროექტის მედიაციაში ჩართვა ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უშუალო კომუნიკაცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ნამოხვანის პროექტზე გარკვეული კითხვები აქვთ. შედეგად, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესისა და სხვა დაკავშირებული პროცედურების რევიზია, მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია და შეთანხმება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რომელზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ ნამოხვანის პროექტის, არამედ ზოგადად, ქართული ენერგეტიკის ირგვლივ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სხვა ქვეყნებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარემ დირკ ბუშლემ თავადაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დისკუსიები ნამოხვანის პროექტის გარშემო ძალიან კომპლექსურია.
„იმედი მაქვს, რომ ერთობლივი სამუშაო პროცესი თავისთავად აღადგენს ნდობას, რაც მდგრადი გამოსავლის გამოკვლევისა და იდენტიფიცირების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამისათვის ჩვენ შევქმნით ორგანიზებულ პროცესს, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და ყველა პრობლემური საკითხის განსახილველად გამოტანის საშუალება.
ამ პროცესის დასაწყებად ვიწვევ ორივე მხარეს - მთავრობას და სხვადასხვა ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს - აირჩიონ და წარადგინონ მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლები. შემდეგ თითოეულ მათგანს დავუკავშირდებით და მოვისმენთ მათ გამოცდილებას, შეშფოთებას და მოლოდინს.
პარალელურად, სამდივნო განიხილავს წარსულში გარემოსდაცვითი პროცედურების დოკუმენტაციის შესაბამისობას ევროპული კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან. აზრთა გაცვლის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მოხარული ვიქნები მოვიწვიო ყველა დაინტერესებული ჯგუფი შეხვედრებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი განხილვებისა და გადაწყვეტილების პოვნის საშუალებას“, - განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ.
თუმცა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათთან მედიატორის ჩართვის შესახებ აზრიც კი არავის უკითხავს და მთავრობას საკუთარი პოზიციის იგნორირებაში სდებენ ბრალს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა მირზა ნოზაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მედიის საშუალებით გაიგეს და არც ერთი დეტალი მათთან არ შეთანხმებულა. აქედან გამომდინარე, ნოძაზე ფიქრობს, რომ მათი აზრი სავარაუდოდ, არც მომავალში იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება რიონის მცველების მოთხოვნებს, იგი ძალაში რჩება, თუმცა მედიატორთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ.
ეგებ აგვიხსნათ რას ნიშნავს "ნამოხვანჰესის პრობლემაშიც კი ევროკავშირი ჩაერია - ქვეყანა გადაწყვეტილებას ვერაფერზე ვეღარ იღებს", რას ხედავთ ამაში ცუდს?!
დაიცა .... დაიცა .....
ეს კაცი უკვე ტუალეტის აშენება --მიშენებაზე ევროკავშირის უფროსობას ეკითხება რაზრეშენიას და მაშინ მე ვაააფშე უფრო უარესი ამბები მჭირს----- .............................გამაგებინე ერთი ...... ძინ --ძინი რომელ დღეებში შეიძლება???
შენი ჭირიმე დამიზუსტე ეს ამბავი თორე , ეს კაი საქმე გაუპატიურება--ძალადობაში ჩამეთვლება და ევროპულად ეგრევე სროკსაც მომცემენ ...
მოკლედ დამიზუსტე გენაცვალე ეგ ამბები, აუცილებლად დამიზუსტე.........თორე გავიგე, მაგათი რაზრეშენიიის გარეშე უკვე ეს საქმეც არ შეიძლებაო....
საქართველოს დამოუკიდებლობას გაუ-მარ-ჯოოოს!!!!
საქართველოს დამოუკიდებლობას გაუუუ---მარ-----ჯოოოოოოოს! !!!
საქართველოს დამოუკიდებლობას გაუ--მარ ჯოოოოოოოოოოოოოოოოოსსსს!!!
არადა თურმე სადა ვბანაობდით???? და რამდენი კიდევ ჩემნაირიიიიი??
და სად წაიღეს ჩვენი სუფთა გულებიი?? ????????????????????
ვფიქრობ გახსოვს გალიიდან გაქცეულმა გორილამ რა ჩაიდინა...
თუმცა შეგახსენებ...
ზოოპარკში ცოლ-ქმარი ხელი-ხელ გადახვეული ათვალიერებს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს. უეცრად რადიო ჩაირთო და აცხადებენ... "პატ-ცემულო დამთვალიებრებო! გალიიდან ხვადი გორილა გაიქცა, თ
ცოლ-ქმარი მშვიდად გაეშურა გასასვლელისკენ. და ჰოი, საოცრებავ, გორილას შეეფეთნენ...
ქმარი ერთ ხეზე აცოცდა, ცოლი მეორეზე... გორილა აუყვა იმ ხეს რომელზეც ქმარი აცოცდა, დაყნოსა, ხვადი იგრძნო და ძირს ჩავიდა!
(ლგბტ ორიენტაციის არ ყოფილა!).
ახლა, მეორე ხესთან მივიდა, აცოცდა, დასუნა, ძუს სურნელი ეცა და დაუწყო ტანსაცმელის შემოხევა. ქალის სასოწარკვეთილმა კივილმა არე-მარე გააყრუა, ქმარი უყურებს და ხარხარებს?!
ეც ცოლმა დაინახა და შეუყვირა, "რა გაცინებს შე დურაკო, ახლა ნახავ ეს გორილა რას მიზამს"-ო!
ქმარი პასუხობს... "ჰოოოოო, აბა ახლა მაგას აუხსენი, წელი მტკივა, თავი მტკივა და არ შემიძლია"-ო!