ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს (პლეიოფი) ბერლინი უმასპინძლებს.