ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ვარშავის „ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ვაკო გვილიას გუნდმა ტიტული უთამაშებლად მოიგო, მას შემდეგ, რაც მისი კონკურენტი „რაკოვი“ „იაგელონიასთან“ ნულოვან ფრეს დასჯერდა.

სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ვარშაველები კონკურენტს 9 ქულით უსწრებენ და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვთ, ამიტომ, ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მე-15-ედ გაჩემპიონდნენ.

ამრიგად, ვაკო გვილიაც ზედიზედ მეორედ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, ის გუნდს სწორედ 2019 წელს, ორი სეზონის წინ შეუერთდა. გასულ სეზონში გვილია „ლეგიას“ უდავო ლიდერი იყო და დიდებული სეზონიც ჰქონდა, შესაბამისად, ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ასე არ არის და 18 მატჩში თავი მხოლოდ ერთადერთი საგოლე პასით გამოიჩინა. ვაკოს ვარშაველებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.