სერხიო რამოსს „რეალში“ დარჩენა სურს და მზადაა ხელფასი დაიკლოს

სერხიო რამოსს „რეალში“ დარჩენა სურს და მზადაა ხელფასი დაიკლოს

მადრიდის „რეალის“ მცველ სერხიო რამოსს, კლუბში დარჩენა სურს - გვამცნობს ABC. ფეხბურთელმა უკვე აცნობა თავისი პირობები ხელმძღვანელობას. ის მზადაა გუნდში კიდევ ორ წელიწადს დარჩეს, კონტრაქტი 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე გაახნგრძლივოს და ხელფასი 10 პროცენტით შეიმციროს.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს „რეალი“ რამოსს ერთწლიან კონტრაქტს და ჯამაგირის 20 პროცენტით დაკლებას სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელს ხელფასის შემცირება არ სურდა.