მესი მზადაა ხელფასი გაინახევროს, თუკი...

მესი მზადაა ხელფასი გაინახევროს, თუკი...

„ბარსელონამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა მთავარ ვარსკვლავ ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების მხრივ. მოგეხსენებათ, არგენტინელის არსებულ ხელშეკრულებას კლუბთან ვადა ამ ზაფხულს ეწურება.

Catalunya Radio გვამცნობს, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, უკვე შეხვდა ფეხბურთელის მამას ხორხე მესის და მომავალ თანამშრომლობაზე დაითანხმა.

ლაპორტას კონკრეტული წინადადება ჯერ არ შეუთავაზებია, რადგან ფინანსურ აუდიტს ელიან, რომელიც ნათლად გამოაჩენს კლუბის რეალურ მატერიალურ შესაძლებლობებს.

პრეზიდენტი კარგ შედეგებს არ ელის და ამიტომ მესის სთხოვა, ხელფასის საკითხში კომპრომისზე წავიდეს და შემცირებაზე დათანხმდეს.

წყარო ამტკიცებს, რომ მესი თანახმაა ჯამაგირი გაინახევროს, თუკი კლუბი მასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელშიც გაწერილი იქნება მისი შემდგომი აშშ-ში გადასვლა, სავარაუდოდ „ინტერ მაიამიში.“ ასევე აშშ-ში კლუბის წარმომადგენლის სტატუსით ყოფნა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი არგენტინელს კლუბის სტრუქტურაში დარჩენა სურს.