მოსკოვის „ცსკა“ საკალათბურთო ევროლიგის ნახევარფინალში გავიდა

მოსკოვის „ცსკა“ საკალათბურთო ევროლიგის ნახევარფინალში გავიდა

მოსკოვის „ცსკა“ საკალათბურთო ევროლიგის ნახევარფინალში გავიდა.

თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა თურქეთში „ფენერბახჩეს“ 85:68 მოუგეს და მეტოქე სერიაში 3:0 დაამარცხეს. 26 წუთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. მან ხუთიდან ერთი 2-ქულიანი და ხუთიდან ერთი 3-ქულიანი გამოიყენა.

მომდევნო ეტაპზე „ცსკა“-ს მეტოქე „რეალისა“ და „ეფესის“ შეხვედრაში გამარჯვებული იქნება.