ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები კოსოვოს, 9 ოქტომბერს - საბერძნეთს, 11 ნოემბერს კი შვედეთს უმასპინძლებს.
მიმდინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 6 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხაგანური მატჩი შედგება.