„მოაშორეთ ეს მასხარა“ – „მილანის“ ქომაგებმა დონარუმა გააკრიტიკეს

„მოაშორეთ ეს მასხარა“ – „მილანის“ ქომაგებმა დონარუმა გააკრიტიკეს

იტალიური სერია A-ს 33-ე ტურში „ლაციოსთან“ განადგურების შემდეგ (0:3), „მილანის“ მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა მკაცრად გააკრიტიკეს. მიზეზი? მატჩის შემდეგ ჯიჯი მეტოქე მეკარესთან პეპე რეინასთან საუბრობდა და იცინოდა.

„წაეთრიე ჩემი კლუბიდან,“ „ეს მგონი ის კაცია, რომელმაც უკვე დატოვა კლუბი,“ „რას ჰგავს ეს, სამი ბურთი გაუშვა და იცინის,“ „სამარცხვინოდ წავაგეთ, მეკარე კი იცინის. გთხოვთ მოაშორეთ ეს მასხარა ჩვენი კლუბიდან.“ - აი, ასეთი პოსტები დაწერეს „მილანის“ გულშემატკივრებმა შემდეგ სოციალურ ქსელებში.