„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, ჟურნალისტებს გუნდის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ესაუბრა.
„კილიანს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ფეხბურთზე ლაპარაკი. ხშირად მეკითხება ინგლისზე, იქაურ ფეხბურთზე, მენტალიტეტსა და კულტურაზე.
ის მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ბრძენკაცივით იქცევა. ნიჭიერი და გახსნილი ადამიანია. ცხადია, მბაპეს მშობლიური ენა ფრანგულია, თუმცა შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად და ესპანურად.
ერთხელ ვუთხარი, ფრანგულის პრაქტიკა მჭირდება და ფრანგულად ვიურთიერთოთ მეთქი. ინგლისურად მირჩევნიაო - მიპასუხა. უყვარს სხვადასხვა ენებზე საუბარი.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს The Guardian.