„ვფიქრობ, გათვლა იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულების გაძლიერებაზე, რაც მანამდე პრიორიტეტულ მიმართულებად არ განიხილებოდა“

„ვფიქრობ, გათვლა იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულების გაძლიერებაზე, რაც მანამდე პრიორიტეტულ მიმართულებად არ განიხილებოდა“

„ყველაზე მისტიური გადაადგილებაა, რაც კი საქართველოში მომხდარა. არ მახსენდება, რომ ვინმეს საკუთარი თავი ჩამოელაბორანტებინა და გადასულიყო უფრო დაბალ თანამდებობაზე, ეს ცოტა უცნაურია“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან „ქართულ ოცნებაში“ მომხდარ საკადრო ცვლილებებს.

როგორც ვიცით, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი კახა კუჭავამ დაიკავა. როგორ ფიქრობთ, ამ საკადრო გადადგილების რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს და რას მოუტანს მმართველ გუნდს ეს ცვლილებები?

- შესაძლოა შიდა კლანური დაპირისპირებებზე იყოს საუბარი და მოხდა ბლოკირება. უნდა ჩატარდეს მმართველი გუნდის ყრილობა და ვფიქრობ, საუბარია, პარტიის ახალი გენერალური მდივანის არჩევაზე. ეს ფაქტიც, ბუნებრივია, ყველაფერს საინტერესოდ შეცვლის.

მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით? ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე შესაძლოა „ქართული ოცნებიდან“ წავიდეს...

- პარტიაში იწყება გადაადგილება, ეს უკვე ნათლად ჩანს თალაკვაძის კუჭავათი შეცვლით, - ეს ამის პირდაპირი ინდიკაციაა. თალაკვაძე და კუჭავა სხვადასხვა კლანების წარმომადგნლები არიან პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე კლანია, რომლებიც ერთმანეთთან ქიშპობენ.

ვფიქრობ, გათვლა იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულების გაძლიერებაზე. ვიცით, მანამდე ძალიან მიზერულ დონეზე იყო და პრიორიტეტულ მიმართულებად არ განიხილებოდა საგარეო პოლიტიკა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა „ქართულ ოცნებას“.

თუ „ოცნებიდან“ კალაძე წავა, ის სავარაუდოდ გახარიას გუნდში არ იქნება. კალაძე მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეა. კალაძე მოდის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტატული რეჟიმის დროიდან. არ მგონია, რომ იგი გახარიას შეეკედლოს.

ჩანს, რომ კალაძე აღარ აპირებს მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას. იგი საკმაოდ მიჩუმათებული იყო მოლაპარაკებების პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ კალაძის ფუნქცია იყო მოლაპარაკებებში ჩართვა და პარტიის სახელით ურთიერთობების აწყობა.

- კალაძე ყოველთვის არარადიკალურ განცხადებებს აკეთებდა და ცდილობდა დაებალანსებინა გარკვეული პოზიციები. იგი მიიმალა და გადავიდა კულუარებში. საეჭვო ვითარებაში მოუწია საავადმყოფოში დაწოლა და ა.შ. ეს ბევრ ინდიკაციას იწვევს, რომ შეიძლება კალაძე გავიდეს „ოცნებიდან“ და სხვა გუნდი შექმნას. ეს იქნება დამოუკიდებელი გუნდი, მას აქვს თავისი რეიტინგი.

კალაძეს მეტი შანსი აქვს, რომ დამოუკიდებელ აქტორად ჩამოყალიბდეს. მას ჰყავს თავისი საპარლამენტო გუნდი ორჯერ მეტი, ვიდრე გახარიას. მას მეტი შანსი აქვს, რომ დამოუკიდებელად გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაძლოა, პირიქით მოხდეს და გახარია მოხვდეს კალაძის ფრთის ქვეშ. მათ შორის არსებობს სერიოზული განსხვავება.

რას ფიქრობთ ამინისტიის საკითხზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტშია შეტანილი? საუბარია, რომ ეს ამნისტია არა ყველას, არამედ ცალკეულ პიროვნებებს უნდა შეეხოს...

- ამნისტიის სამი სახეობა არსებობს. პირველი ეს არის, რომელიც მუხლებზეა გავრცელებული. მეორე ტიპის ამნისტია ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას და მესამე, ყველაზე მნიშველოვანი, ეს არის პოლიტიკური ამნისტია. პოლიტიკურ ამნისტიას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე სხვა ტიპის ამნისტიას. 20 ივნისი მოვლენები არ იქნება პოლიტიკური ამნისტია. როგორი ტიპის ამნისტიას შეარჩევს პარლამენტი, ეს არის მნიშველოვანი.

არ მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს პოლიტიკური ამნისტია. ამიტომაც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება ჩვეულებრივი ამნისტიის გამოცხადებას. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნიკა მელია აპირებდა შტურმით შეჭრას პარლმამენტში და სახელმწიფო სტრუქტურამ აპატია ეს ქმედება. თუ იქნება თავდებით და გირაოთი გათავისუფლება, ე.ი. სისხლის სამართლის საქმე გრძელდება, მსჯავრი არ დამდგარა და ის არის დროებით გამოშვებული, გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება. რომელ ვარიანტს აარჩევს „ქართული ოცნება,“ ამას სამშაბათის სესია გვიჩვენებს.

ეს კანონები იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვევ, სად არის სამართლებრივი და პოლიტიკური კონტენტი. რამდენი იურისტიცაა, იმდენი აზრი არსებობს.

trampi "სომხებს ისტორიული ტყუილისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ"
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, თეთრმა სახლმა, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა.
რეიგანის ყოფილი მრჩევლის, ბრიუს ფეინის განცხადებით, "სომეხთა გენოციდზე" საუბარი უსაფუძვლოა, რადგან 1915 წელს სომხებზე ბევრად მეტი თურქი დაიღუპა.
"პრეზიდენტი რეიგანის დავალებით ჩვენ მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩავატარეთ. აღმოჩენილ იქნა მასალები, რომლებიც ევროპის ქვეყნების სამხედრო არქივსა და ოსმალეთის მაშინდელი იმპერიის არქივში ინახებოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმ პერიოდში ბევრად მეტი თურქი დაიღუპა, ვიდრე სომეხი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სომხების პრეტენზიები გენოციდთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ზღაპრები "სომხების გენოციდის" შესახებ თავად სომეხი ისტორიკოსების წარმოსახვის ნაყოფია,"-განაცხადა მან.
მისი თქმით, სომეხმა ბანდფორმირებებმა, ანატოლიის ტერიტორიაზე 2 მილიონზე მეტი თურქი მოკლეს.
"არ შეიძლება ერთი გარემოების დავიწყება, რომ ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა იმ პერიოდში თურქეთში იმ პრივილეგიებით სარგებლობდა, რითიც თავად თურქები. ბერძნები, სომხები, ქურთები, ჩერქეზები, ასირიელები, არაბები და სხვა უმცირესობები იმ პერიოდში თურეთში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ამ მხრივ სომხები ყველაზე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. პირველი მსოფლიო ომის წლებში, სომეხმა თურქებმა უღალატეს სამშობლოს და ოსმალეთის იმპერიის მტრებს შეეკრნენ. სომხური ქვედანაყოფები კავკასიის ფრონტზე რუსულ არმიასთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ თურქულ და ქურთულ სოფლებს და კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეებს. ამ მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი ადამინი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მსვლელობისას თურქულმა მხარემ უფლება მოგვცა გვესარგებლა მათი არქივებით, სომხები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ საკუთარი არქივების ჩვენებისგან. ჩემი აზრით ამ არქივების გახსნა თუ მოხერხდა სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება. მაშინ სომხებს მოუწევთ ბოდიში მოუხადონ მსოფლიოს და მათ შორის განსაკუთრები თურქებს ისტორიული
2 წლის უკან