ლეგენდარული ეულსელი ფეხბურთელი და უელსის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი რაიან გიგზი დაკავებული თანამდებობდან სასამართლოს გადაწყვეტილების დაფუძველზე უკვე ოფიციალურად გაათავისუფლეს. არადა, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ნაკრებს მოახლოვებულ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ გიგზი გაუძღვებოდა.
როგორც იცით, რაიან გიგზს სასამართლო ქალზე ძალადობაში ადანაშაულებდა და ამ არცთუ საამაყო საქციელის ამსახველი დოკუმენტებიც არსებობდა. ამის პარალელურად, რაიანის ყოფილი მეგობარი გოგო, 20 წლის კეიტ გრევილი იმასაც ამტკიცებდა, რომ მასზე ძალადობა ვეტერანი ფეხბურთელის მხრიდან ერთჯერადი ხასიათის არ ყოფილა და მუდმივად ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იყო.
თავიდან გიგზი და მისი ადვოკატი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი სრული აბსურდი და კეიტ გრევილის ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გიგზს ციხე ელოდა, საპროცესო გარიგებაზე დაიწყეს “ჩალიჩი“, რაც ვერ გამოუვიდათ და ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ 28 აპრილს დანიშნული საბოლოო სასამართლოს შემდეგ, გიგზი გარკვეულ დროს საპატიმროში გაატარებს.