11 იტალიური საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „ინტერის“ დასჯას ითხოვს.
სერია A-ს პრეზიდენტს, „ტორინომ“, „სასუოლომ“, „რომამ“, „პარმამ“, „ბოლონიამ“, „კალიარიმ“, „სამპდორიამ“, „ჯენოამ“, „ბენევენტომ“, „კროტონემ“ და „სპეციამ“ ოფიციალური წერილით მიმართეს და აღნიშნული 3 გუნდის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვეს.
მოსარჩელეების განცხადებით, სუპერ ლიგის იდეის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის გამო, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
მომჩივანთა სიაში არ არის სერია A-ს დარჩენილი 7 კლუბი: „ატალანტა“, „ლაციო“, „ფიორენტინა“, „ნაპოლი“, „ჰელას ვერონა“ და „უდინეზე“.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იტალიური ფეხბურთის მმართველი ორგანო.