ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 39 წლის შვედი ფეხბურთელი როსონერიში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. მიმდინარე სეზონში სერია A-ში მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
მთლიანობაში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისურით გამართულ 130 მატჩში 84 ბურთი გაიტანა. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე როსონერი 66 ქულით მეორე ადგილზეა და ოთხეულში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება.