„იუვენტუსის“ შემტევი ნახევარმცველი, ხუან კუადრადო, უახლოეს ხანში კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - გვამცნობს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, ტურინული კლუბი აპირებს 32 წლის კოლუმბიელს ხელშეკრულება 2023 წლამდე გაუგრძელოს. არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში კუადრადომ 33 მატჩი ჩაატარა და 15 საგოლე პასით გამოირჩა.
„იუვენტუსის“ გარდა კუადრადოს კარიერის მანძილზე „ჩელსიში,“ „ფიორენტინაში,“ „ლეჩეში,“ „უდინეზესა“ და კოლუმბიურ „ინდეპენდიენტეში“ უთამაშია. ქვეყნის ნაკრებში კი 2010 წლიდან იძახებენ.