ევროპის სუპერლიგა ჩაიშალა. ინფორმაცია ანდრეა ანიელიმ დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამის გაკეთება უკვე შეუძლებელია.
„სიმართლე გითხრათ და გულწრფელად ვამბობს, აშკარაა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, პროექტის სისწორეში, მაგრამ შეუძლებელია ტურნირის ექვს გუნდს შორის ჩატარება“, - თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, სუპერლიგის იდეამ მხოლოდ ორი დღე იარსება. ტურნირიდან ექვსივე ინგლისური კლუბი გავიდა, რის შედეგადაც მისი ჩაშლა გარდაუვალი გახდა.