ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერებულია

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერებულია

ინგლისური კლუბების მიერ სუპერლიგის დატოვების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა პროექტი ოფიციალურად შეაჩერეს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპულ ფეხბურთში არსებული ვითარება ცვლილებებს საჭიროებს. ჩვენ გამოვდივართ ახალი ტურნირის ინიციატივით, ვინაიდან ვთვლით, რომ მოქმედი სისტემა არ მუშაობს. ჩვენი წინადადების მიზანია, რომ სპორტი ვითარდებოდეს და ქმნიდეს სტაბილურობას მთელი საფეხბურთო პირამიდის განვითარებისთვის, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა კლუბებმა ზეწოლის გამო პროექტი დატოვეს, გვწამს, რომ ჩვენი წინადადება სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. შექმნილ ვითარებაში აუცილებლად მიგვაჩნია, ცვლილებები შევიტანოთ პროექტი, რათა გულშემატკივრებს საუკეთესო გამოცდილება ვაჩუქოთ და გავზარდოთ საფეხბურთო კლუბების შემოსავლები“, - აღნიშნულია სუპერლიგის პრესსამსახურის განცხადებაში.

12-მა საფეხბურთო კლუბმა ევროპული სუპერლიგის შექმნის შესახებ 19 აპრილს გამოაცხადა, რასაც UEFA-ს, FIFA-სა და ეროვნული ლიგების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სუპერლიგის შემქმნელი 12 კლუბიდან 6-მა ტურნირი უკვე დატოვა. ამ დროისთვის სუპერლიგაში ფორმალურად რჩებიან მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, მადრიდის „ატლეტიკო“, „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“.