„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი, ამჟამად კი MLS-ის კლუბის „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი ჟურნალისტებს სუპერლიგის შექმნის თაობაზე ესაუბრა.
„მე ის ვარ, ვისაც ფეხბურთი უყვარს. რაც თავი მახსოვს, ის ჩემი ცხოვრებაა. ბავშვობიდან ფანი ვიყავი და ახლაც ფანი ვარ. ახლა, როგორც კლუბის მფლობელი, ვამბობ, რომ ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერია. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთი ყველასათვის. გვჭირდება სამართლიანი თამაში, შეჯიბრებები, რომლებიც მიღწევებზე იქნება დამყარებული. თუ ამ ღირებულებებს არ დავიცავთ, საყვარელი თამაში საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.“ - დაწერა ბექემმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.