შირერი - ინგლისურ კლუბებზე სუპერლიგაში: „დაუყოვნებლივ დასაჯეთ ისინი!“

შირერი - ინგლისურ კლუბებზე სუპერლიგაში: „დაუყოვნებლივ დასაჯეთ ისინი!“

ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ალან შირერი, ჟურნალისტებს ახლახან შექმნილი სუპერლიგისა და მასში ექვსი ინგლისური კლუბის („არსენალი,“ „ჩელსი,“ „ლივერპული,“ „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი“) მონაწილეობის შესახებ ესაუბრა.

„პრემიერლიგიდან გავყაროთ? დიახ, რატომაც არა. სუპერლიგამ ჭურვი ისროლა პრემიერლიგის ბოსტანში და არა მარტო პრემიერლიგისაში. სწრაფად უნდა ვუპასუხოთ მათ: დასაჯეთ, დაუყოვნებლივ მიეცით დისკვალიფიკაცია. თუ შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს.

რასაც ისინი აპირებენ, არასწორია. ეს არ არის კონკურენტული ლიგა. ეს არის ჩაკეტილი სივრცე. არ შეიძლება შეჯიბრი სრულფასოვნად ჩაატარო სადაც სხვა ვერ შემოგიერთდება. ნახეთ, როგორ მუშაობენ „ლესტერი,“ „ასტონ ვილა“... ისინი ხომ ვერ შეუერთდებიან სუპერლიგას.

ყველაფერი არასწორია. კლუბების მფლობელები არღვევენ ტრადიციას, მემკვიდრეობას, ღირებულებებს, გულშემატკივრებთან ურთიერთობას. რატომ არ უსმენენ, რას ლაპარაკობენ ქომაგები?“ - ციტირებს შირერის სიტყვებს BBC.