ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ჟურნალისტებს ახლახან შექმნილი სუპერლიგის თაობაზე გაუზიარა თავისი აზრი.
„ფიფას მხოლოდ ის შეუძლია, კატეგორიულად არ დაეთანხმოს სუპერლიგის შექმნას. ეს დახურული კლუბია, რომელიც უგულვებელყოფს ყველა არსებულ საფეხბურთო ინსტიტუტს - ლიგებს, ასოციაციებს, ფიფას, უეფას.
მოკლეხნიან პერსპექტივაში, ფინანსური სარგებლის გამო, ბევრ რამეზე შეიძლება უარის თქმა, მაგრამ ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას. პასუხისმგებლობა აიღონ. ან ხარ თამაშში, ან არ ხარ, სანახევროდ წარმოუდგენელია თამაშობდე.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.