"დორტმუნდი" და "ბაიერნი" სუპერლიგას გაემიჯნენ და ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მხარს უჭერენ

გერმანული გუნდები დორტმუნდის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ სუპერლიგას განუდგნენ და ევროპის კლუბების ასოციაციას (ECA) მხარს უჭერენ ჩემპიონთა ლიგის რეფორმაში.

ინფორმაცია „დორტმუნდის“ ვებგვერდზე გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს კლუბი და მასთან ერთად მიუნხენის „ბაიერნი“ ემიჯნებიან სუპერლიგის პროექტს, რომელიც გუშინ 12-მა კლუბმა ოფიციალურად დააფუძნა.

თავდაპირველი ცნობებით, ისინი ორივე მხარს უჭერდნენ სუპერლიგას, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა 12-მა გუნდმა დაარსა და მათ კიდევ 3 გუნდი დაემატება, ხოლო ტურნირში მთლიანობაში 20 კლუბი მიიღებს, მონაწილეობას, თუმცა ყველა მონაწილის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.