„ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

„ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

„ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა, - ამის შესახებ ცნობილი კლუბის მიერ გაკეთებულ ოფიციალური განცხადებით გახდა.

„ჟოზე და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩვენ გვერდით ყველაზე რთულ პერიოდში იყვნენ, პორტუგალიელი ნამდვილი პროფესიონალია, მან პანდემიის დროს უდიდესი გამძლეობა და საქმისადმი უმაღლესი დონის დამოკიდებულება გამოავლინა. პირადად მე ყველგან და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მასთან. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ვგეგმავდით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჟოზესა და მის სამწვრთნელო შტაბს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა ლონდონური კლუბის თავმჯდომარემ, დენიელ ლევიმ.

58 წლის სპეციალისტი „ტოტენჰემს“ 2019 წლის 20 ნოემბრიდან წვრთნიდა და ჩრდილოეთ ლონდონელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, თუმცა პორტუგალიელის წარუმატებელი მუშაობის გამო, თანამშრომლობის გაგრძელება ვერ მოხერხდა.