ნეიმარი პსჟ-ში ახალი კონტრაქტით სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს

ნეიმარი პსჟ-ში ახალი კონტრაქტით სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ და ნეიმარი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და ახლოს არიან საბოლოო შეთანხმების მიღწევასთან.

ფრანგული მედიის ცნობით, ბრაზილიელი შემტევი ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაახანგრძლივებს და კონტრაქტში ჩაიდება ერთი წლით ავტომატურად განახლების პუნქტიც.

ხელშეკრულების თანახმად, ნეიმარი წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ პსჟ ამ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს.

ნეიმარს „პარი სენ ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 22 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.