ლაპორტა:

ლაპორტა: "მესის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ მესი შევინარჩუნოთ. ლიონელს მოტივაცია არ დაუკარგავს, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის, ჩვენ ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ მივდივართ“, - თქვა ლაპორტამ.

კატალონური გრანდის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად ესპანური მედია სკეპტიკურად უყურებს მესის შენარჩუნებს კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ მანამდე მხარეები მას არ განაახლებენ, არგენტინელს 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სურვილისამებრ ნებისმიერ გუნდში გადასვლა შეეძლება.